დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლის ჩართვისთვის, მასწავლებელმა უნდა
გამოიყენოს მოსწავლის ინტერესები. მოსწავლე, რომელიც დროის დიდ ნაწილს
სახელმძღვანელოს დათვალიერებას უთმობს, შეიძლება ჩართული იყოს საგაკვეთილო
პროცესში ინტერაქტიული და ვიზუალური მასალის გამოყენებით.
მასწავლებელს შეუძლია შექმნას დავალებები, რომლებიც სურათებზე კონცენტრირებას
მოითხოვს, მაგალითად: „იპოვე შესაბამისი სურათი
“
ან „დაახარისხე ფერები“. ასევე,
სასწავლო თემატიკასთან დაკავშირებული სტიკერების გამოყენება და მათი
სახელმძღვანელოს შესაბამის გვერდებზე განთავსება მოსწავლეს დააინტერესებს და მის
ყურადღებას სასწავლო მასალაზე გადამისამართებს.
ეს მიდგომა ეხმარება მოსწავლეს, რომ მისთვის სასიამოვნო აქტივობა სასწავლო
პროცესის ნაწილად იქცეს, ამავდროულად ამცირებს ქცევით სირთულეებს, როგორიცაა
წიგნის ფურცლების ამოხევა. ინტერაქტიული და ვიზუალური აქტივობები ხელს უწყობს
როგორც აკადემიური, ისე სოციალური უნარების განვითარებას, რაც ზრდის
მოსწავლის ჩართულობას და სწავლების ეფექტიანობას.
Daun sindromlu şagirdi cəlb etmək üçün müəllim şagirdin maraqlarından istifadə etməlidir. Vaxtının böyük bir hissəsini dərsliyə baxmaqla keçirən şagird interaktiv və vizual materiallardan istifadə etməklə dərs prosesinə cəlb edilə bilər. Müəllim şəkillər üzərində diqqət tələb edən tapşırıqlar yarada bilər, məsələn, "Uyğun şəkli tapın" və ya "Rəngləri sıralayın". Həmçinin, təlim mövzusu ilə əlaqəli stikerlərdən istifadə etmək və onları dərsliyin müvafiq səhifələrinə yerləşdirmək şagirdi maraqlandıracaq və diqqətini təlim materialına yönəldəcək. Bu yanaşma şagirdə kitabın səhifələrini cırmaq kimi davranış çətinliklərini azaltmaqla yanaşı, əyləncəli bir fəaliyyətin təlim prosesinin bir hissəsinə çevrilməsinə kömək edir. İnteraktiv və vizual fəaliyyətlər həm akademik, həm də sosial bacarıqların inkişafını təşviq edir ki, bu da şagirdlərin iştirakını və tədrisin effektivliyini artırır.