Gürcüce

I. კლასის მართვა – ეს არის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს გაკვეთილის შეუფერხებლად წარმართვას და მოსწავლეთა არასასურველი ქცევის თავიდან აცილებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება მასწავლებელს და კლასის მართვის სტილს.
სტილი გულისხმობს თანამშრომლობით დამოკიდებულებას მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, მოსწავლე მიიჩნევა პარტნიორად და ასაკის ზრდასთან ერთად მან დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობის შეგნებით უნდა იმოქმედოს. ურთიერთობა დაფუძნებული უნდა იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობაზე. მასწავლებელი გადაწყვეტილებას არ იღებს დამოუკიდებლად. მისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოსაზრება და დამოკიდებულება საკითხთა მიმართ. კლასის მართვისადმი თანამშრომლობითი მიდგომა მოსწავლეებს ეხმარება :

● სოციალური და ინტელექტუალური კომპეტენციის განვითარებაში;
● შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში;
● კომუნიკაციური უნარების გამომუშავებაში;
● თვითშეფასების უნარის გამომუშავებაში;
● დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და პირადი ინიციატივების გამომჟღავნების უნარის განვითარებაში;
● ტოლერანტული უნარების განვითარებაში.
II. მნიშვნელოვანია მოწესრიგებული გარემო, რომ ბავშვმა თავი იგრძნოს როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად უსაფრთხოდ. საკლასო ოთახში სივრცე დანაწევრებული უნდა იყოს; საყურადღებოა ფუნქციური ზონები, ბიბლიოთეკა, ავეჯის განლაგება, ყველაფერი უნდა იძლეოდეს იმის შესაძლებლობას, რომ მოსწავლეებმა იმუშაონ ინდივიდუალურად ან ჯგუფებში, მასალები უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომ მასწავლებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობაა მოწესრიგებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება. მოწესრიგებულ გარემოში მოსწავლეები სწავლობენ უფრო მეტს და არიან მოტივირებულები. იზრდება მოსწავლეების ჩართულობა, ხდება აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება და მოსწავლეებში თვითდისციპლინის უნარების განვითარება. მოწესრიგებულ სასწავლო გარემოში იგულისხმება ასევე წესების და პროცედურების შემუშავება, მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს მოწესრიგებული სასწავლო გარემოს საჭიროება და საკუთარი როლი ამ გარემოს შექმნაში. წესების შემუშავება უნდა ხდებოდეს მოსწავლეებთან ერთად.
მასწავლებლის ინდივიდუალური უნარები და მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობის ხარისხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლასის ეფექტურ მართვაზე.

თანამშრომლობა გულისხმობს:

0. მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს აღიქვამს როგორც ინდივიდს;
0. უნდა აკონტროლო და თან ითანამშრომლო. მასწავლებლის მხრიდან დომინანტური და თანამშრომლობითი დაბალანსებული დამოკიდებულება ეხმარება მოსწავლეებს სათანადო ქცევის წესების შერჩევაში.
III. კლასში კონფლიქტის არსებობა პრობლემად იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა ვერ ვახერხებთ სიტუაციის გაკონტროლებას, როცა კონფლიქტის შედეგად ერთ-ერთი მხარე მაინც ზარალდება. თუ მოსწავლემ არ იცის კონფლიქტის მოგვარების გზები, მოსალოდნელია, რომ მან აგრესიას და ძალადობას მიმართოს. ბევრი ახალგაზრდისთვის აგრესია (სიტყვიერი თუ ფიზიკური) პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზაა. უმეტეს შემთხვევაში, მათ ძალის გამოყენება კი არ სიამოვნებთ, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს, არამედ პრობლემის მოგვარების სხვა გზას ვერ ხედავენ. ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:

● ზოგჯერ მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მიზნების მისაღწევად ძალის გამოყენება მისაღები ხერხია; ამის გარეშე თანატოლებმა ისინი შეიძლება სუსტად ჩათვალონ და დაჩაგრონ;
● მოსწავლეებს არა აქვთ სოციალური უნარ-ჩვევები, ანუ კომუნიკაციის, გადაწყვეტილების მიღებისა თუ თვითმართვის უნარ-ჩვევები და ამიტომ ვერ ახერხებენ, ააგონ და შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. მათ არ იციან, როგორ დაუმეგობრდნენ თანატოლს, რა მისაღები ფორმით მიიპყრონ მასწავლებლის ან სხვა უფროსის ყურადღება და როგორ გამოხატონ თავიანთი ემოცია.
მასწავლებელი უნდა ქმნიდეს ისეთ სასწავლო გარემოს, რომ მოსწავლეები ორიენტებულნი იყვნენ თანამშრომლობასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.

Azerice

I. Sinif idarəçiliyi – Bu, dərsin rahat keçməsini təmin etmək və arzuolunmaz şagird davranışlarının qarşısını almaq məqsədi daşıyan bir prosesdir. Bu prosesdə müəllimə və sinif idarəetmə tərzinə mühüm bir funksiya həvalə olunur.
Stil müəllimlə şagird arasında əməkdaşlıq münasibətini nəzərdə tutur, şagird tərəfdaş hesab olunur və böyüdükcə müstəqil və öz məsuliyyət hissi ilə hərəkət etməlidir. Münasibət şagirdlə müəllim arasındakı əməkdaşlığa əsaslanmalıdır. Müəllim müstəqil qərarlar qəbul etmir. Şagirdlərin fikirləri və məsələlərə münasibəti həmişə onun üçün xüsusi əhəmiyyət kəsb edir. Sinif idarəçiliyinə əməkdaşlıq yanaşması şagirdlərə aşağıdakılara kömək edir:

● Sosial və intellektual səriştəni inkişaf etdirmək;
● Yaradıcı və tənqidi düşüncəni inkişaf etdirmək;
● Ünsiyyət bacarıqlarını inkişaf etdirmək;
● Özünəhörməti inkişaf etdirmək;
● Müstəqil qərarlar qəbul etmək və şəxsi təşəbbüsləri ifadə etmək bacarığını inkişaf etdirmək;
● Tolerant bacarıqları inkişaf etdirmək.
II. Uşağın həm fiziki, həm də emosional cəhətdən təhlükəsiz hiss etməsi üçün nizamlı bir mühit vacibdir. Sinifdəki məkan bölünməlidir; Funksional zonalar, kitabxana, mebel düzülüşü vacibdir, hər şey şagirdlərin fərdi və ya qrup şəklində işləməsinə imkan verməli, materiallar əlçatan olmalıdır. Buna görə də müəllimin vacib vəzifələrindən biri nizamlı təlim mühiti yaratmaqdır. Nizamlı mühitdə şagirdlər daha çox şey öyrənir və motivasiya olunurlar. Şagirdlərin fəallığı artır, akademik göstəricilər yaxşılaşır və şagirdlərdə özünütərbiyə bacarıqları inkişaf edir. Nizamlı təlim mühiti həmçinin qayda və prosedurların hazırlanmasını da əhatə edir. Şagirdlər nizamlı təlim mühitinə olan ehtiyacı və bu mühitin yaradılmasındakı öz rollarını başa düşməlidirlər. Qaydalar şagirdlərlə birlikdə hazırlanmalıdır.
Müəllimin fərdi bacarıqları və müəllim-şagird münasibətlərinin keyfiyyəti sinifin effektiv idarə olunmasına əhəmiyyətli dərəcədə təsir göstərir.

Əməkdaşlıq aşağıdakıları nəzərdə tutur:

0. Müəllim hər bir şagirdi fərd kimi qəbul edir;
0. Nəzarət etməli və əməkdaşlıq etməlidir. Müəllimin dominantlıq və əməkdaşlıq münasibətinin tarazlı olması şagirdlərə müvafiq davranış qaydalarını seçməyə kömək edir.
III. Sinifdə münaqişənin olması yalnız vəziyyəti idarə edə bilmədikdə, münaqişə nəticəsində ən azı bir tərəf əziyyət çəkdikdə problemə çevrilir. Əgər tələbə münaqişəni necə həll edəcəyini bilmirsə, çox güman ki, aqressiya və zorakılığa əl atacaq. Bir çox gənc üçün aqressiya (şifahi və ya fiziki) problemləri həll etməyin yeganə yoludur. Əksər hallarda onlar güc tətbiq etməkdən zövq almırlar,İlk baxışdan göründüyü kimi, onlar problemi həll etməyin başqa yolunu görmürlər. Bunun bir neçə səbəbi ola bilər:

● Bəzən şagirdlər məqsədlərə çatmaq üçün güc tətbiq etməyin məqbul bir yol olduğunu düşünürlər; bu olmadan həmyaşıdları onları zəif hesab edə və onlara sataşa bilərlər;
● Şagirdlərin sosial bacarıqları, yəni ünsiyyət, qərar qəbuletmə və ya özünüidarəetmə bacarıqları yoxdur və buna görə də digər insanlarla müsbət münasibətlər qura və saxlaya bilmirlər. Onlar həmyaşıdları ilə necə dostlaşmağı, müəllimin və ya digər rəhbər şəxsin diqqətini məqbul şəkildə necə cəlb etməyi və emosiyalarını necə ifadə etməyi bilmirlər.
Müəllim şagirdlərin əməkdaşlığa və münaqişələrin dinc yolla həllinə yönəldiyi bir təlim mühiti yaratmalıdır.

(5000 karakter kaldı)
Gürcüce
Azerice

İçindekiler

Son çeviriler

devamını göster›
ADS - REKLAMLAR